2025-06-06 15:39:45, 290 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს - ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები
![]() რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს ახალ „თანამდებობაზე“ წარმატება უსურვა. „ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში ახალ რანგში, აპრილში დანიშვნის შემდეგ. წერილობითი მილოცვის გარდა, ნება მომეცით ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პირადად გისურვოთ წარმატებები აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ ახალ წამოწყებაში“, - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ბარციცს წვლილი მიუძღვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში იმ პერიოდში, როდესაც ის მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ლავროვის მტკიცებით, აფხაზეთი და რუსეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. „ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში“, - აღნიშნა ლავროვმა.
ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
აქტივისტ უჩა ქემაშვილს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი - პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი
|
რედაქტორის რჩევით
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
ომი უკრაინაში![]() კიევში რუსული საჰაერო დარტყმის შედეგების ლიკვიდაციის დროს მაშველები დაიღუპნენ
![]() რუსეთმა ლუცკი, კიევი და ტერნოპილი დაბომბა: არიან დაღუპულები და ბევრი დაჭრილი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
|