|
2025-06-06 15:37:37, 1101 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის ყალბი კომისია, რომელმაც გადაწყვიტა, პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე გამოძიებაზე, რომელთანაც კავშირი არ მაქვს
ეს არის ყალბი კომისია, ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია იმ პერიოდში, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ეს არ არის სისხლის სამართლებრივი საქმე, ეს პოლიტიკური დევნის საქმეა. კომისია თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებისთვის შეიქმნა, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია საერთოდ. კომისიის მინიმუმ, 50% უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. ის ადამიანები მოვიკითხე, დამაინტერესა ვინ არიან, ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეს ხომ დაცინვაა სამართალზეც, კანონზეც, გარდა იმის, რომ ჩათვალეს, ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი, ორი ადგილი მაინც ვერ შეავსეს. იქ გახარიას პარტიამ არ მიავლინა თავისი წარმომადგენლები. შესაბამისად, ვერ შედგა კომისია. ეს არის ყალბი კომისია, ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია იმ პერიოდში. ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული - ჩემი დისკრედიტაციის, ჩემი პოლიტიკური დევნის გაგრძელების. ეს არ არის პირველი ქმედება "ქართული ოცნების" მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული, მანამდე მოიგონეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელიც შეთითხნილი, შეთხზულია. ამაზე არაერთი რეზოლუციაც კი არსებობს ევროპარლამენტის, რომელმაც პირდაპირ უწოდა საქმეებს პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ახლაც ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, ვფიქრობ, შესაძლებელია, თქვენ შეწყვიტოთ ეს პოლიტიკური დევნა, რადგან მას არც კანონთან, არც სამართლიანობასთან, არც საგამოძიებო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, ის მოსაწვევი, თუ რა დავარქვა, არ ვიცი, მთელი რიგი მოთხოვნების იგნორირებით შედგა, არ მიმიღია. „სიგნალის“ შეტყობინებები არ მიმიღია, პროკურორებმაც ნახეს, რომ „სიგნალიდან“ მიღებული შეტყობინებები არ გამიხსნია, რადგან უცხო ადამიანებისგან მიღებულ შეტყობინებებს არ ვხსნი. ეს კომისია არის უკანონო, მისი ე.წ. მოწვევა არის უკანონო, მაგრამ მე ეს მოწვევა არ მიმიღია, მე მას არ გავცნობილვარ",- განაცხადა ჯაფარიძემ. ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)