|
2025-06-03 21:10:37, 861 ნახვა
პოლიტიკა
„ევრობარომეტრი“ - საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს
საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49% შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. საქართველოში გამოკითხვა 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში 1011 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%). გაზრდილია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირზე ნეგატიური შეხედულება გააჩნიათ - 18%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 7%-ს. შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება - 60%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 74%-ს. ასევე შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებით სარგებელს მიიღებს - 75%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 86%-ს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)