|
2016-03-17 16:37:16, 435 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში განიხილეს
ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტში საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის განხილვა და დისკუსია გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ევროპარლამენტარების წინაშე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინეს. ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. განხილვაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხზე მოხსენება გააკეთა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელებაზე, ასევე, აღნიშნული პროცესის მონიტირინგის მნიშვნელობასა და მექანიზმებზე. ანგარიშების წარდგენის დასრულების შემდეგ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ პროგრესზე, გამოთქვეს რეკომენდაციები. ევროპარლამენტარების მხრიდან ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას. ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან, სამეცნიერო ცენტრების მკვლევარებთან და ბრიუსელში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)