16:25 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 13:06:29, 1430 ნახვა

საზოგადოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების, ლიკა ლორთქიფანიძისა და ლუკა ნაცვლიშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან როგორც ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც, რომლებიც ადგილზე 12 საათიდან იკრიბებიან და ერთდღიან გაფიცვასა და აქციას აწყობენ.

მათ უნივერსიტეტთან ბანერებიც გაშალეს, წარწერებით - „არალეგიტიმური მთავრობა უნდა გადადგეს“, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics