|
2025-06-02 12:31:25, 774 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება!
ნიკა მელიას საქმე დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკური ლიდერების ეშინია - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება! - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. კუპრაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები საჭირო არიან ბრძოლის ველზე, გარეთ, მოქალაქეებთან ერთად წინააღმდეგობის პროცესში. „ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დევნის განსხვავებულ და განსაკუთრებულ ეტაპზეა გადასული. სწორედ ამაზე მიუთითებს ნიკა მელიას საქმე, რომელიც ქუჩიდან გაიტაცეს მაშინ, როცა გირაოს გადახდის ვადა ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა. ეს არის დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკური ლიდერების ეშინია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები გათავისუფლდნენ მალე, რადგან ისინი საჭირო არიან ბრძოლის ველზე, გარეთ, მოქალაქეებთან, წინააღმდეგობის პროცესში, რომელიც პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აწარმოოს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ამასთან, ირაკლი კუპრაძემ ასევე კომენტარი გააკეთა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე. მისი თქმით, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა შედგეს შეთანხმება, რომლის მიხედვით, სახელისუფლო ცვლილების შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებული თითოეული საჯარო მოხელე საკუთარ პოზიციას დაუბრუნდება. მისივე თქმით, ყველა ის თანამდებობის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების, დევნის ბრძანებებს გასცემდა და აღასრულებდა მას. „ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი დარჩენია ძალადობის, რეპრესიების და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, პასუხს აუცილებლად აგებს. პირველადი შეთანხმება, რაც პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს, არის ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული თითოეული საჯარო მოხელე პირველად პოზიციაზე, სადაც ის მუშაობდა, აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობა აღდგება. ეს ის დაპირებაა, რასაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გავექცევით“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)