05:38 - 04 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-01 15:59:24, 752 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს, არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში

არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში-ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნეს წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოიყვანეს და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გახსნეს.

„არც ერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არც ერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში! არ მინდა დღეს მძიმე სტატისტიკაზე გესაუბროთ, ისედაც ყველასთვის ცნობილია…

ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა, მდიდარი ქვეყანა მათზე მზრუნველი ხელისუფლებით, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობით!

ამ მიზნით, ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიყვანეთ და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გავხსენით.

წალენჯიხელ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს „იუვენტუსის აკადემია“ ორი წელია ავარჯიშებს და უკვე მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია, რაც ძალიან მეამაყება.

ფიზიკური მომზადების გარდა, ბავშვთა კვება, სწავლა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ეს „იუვენტუსის“ საერთაშორისო სტანდარტია, რა გარემოშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ და ვითარდებიან!

მალე თბილისშიც გავხსნით, მაგრამ მანამდე დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ქვეყნის და ჩვენი ბავშვების გადასარჩენად!

ეს დღე მალე დადგება“,- წერს ხაზარაძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროტესტის 188-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
„ევრობარომეტრი“ - საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს
საქართველო-ფარერების მატჩის გამო, დინამო არენას მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მამუკა ხაზარაძე - ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი