15:47 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 18:00:30, 826 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა

იხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს, - ამის შესახებ „MEGOBARI აქტის“ ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სენატორი სტივ დეინსი თბილისში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს. ერთადერთი წინ მიმავალი გზა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!“ - წერს უილსონი.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში სტუმრობისას შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics