|
2025-05-30 13:35:59, 737 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის საგარეო მინისტრი - რუსეთის საზღვრებთან სადაც არის NATO, ომი არაა, სხვაგან კი ომია
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იან ლიპავსკის აზრით, ნატო-ს გაფართოება, სინამდვილეში, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება და არა პირიქით. „ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. იქ, სადაც რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესაზღვრება, ომი არ არ არის, სხვა რეგიონებში კი მიმდინარეობს“, – წერს ლიპავსკი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)