|
2025-05-30 12:57:53, 1086 ნახვა
საზოგადოება
RLC - 2024 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის არც ერთი სამართალდამცავი არ დასჯილა
ყოველ მომდევნო წელს, სახელმწიფო კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების მიმართ უფრო ლოიალური ხდება - 2024 წელს პოლიციელთა დისციპლინური დასჯის მაჩვენებელმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ „კანონის უზენაესობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული. როგორც მათ მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ანგარიშში გაანალიზებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს ნულოვანი რეაგირება და აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები“. „ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ: სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ჟურნალისტები დაექვემდებარნენ სისტემურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას, წამებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას; სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა იყო კოორდინირებული და სისტემური; სახელმწიფომ არ აწარმოა ეფექტიანი გამოძიება არც რიგითი სამართალდამცავების და არც ხელმძღვანელი პირების მიმართ. არ დასაჯა არც ერთი სამართალდამცავი; ყოველ მომდევნო წელს, სახელმწიფო უფრო ლოიალური ხდება კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების მიმართ; 2024 წელს არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის; შემცირებულია პოლიციელთა დისციპლინური დასჯის მაჩვენებელიც. 2024 წელს ამ ციფრმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში; ამის პარალელურად, სახელმწიფო ატარებდა რეპრესიულ პოლიტიკას აქციის მონაწილეების მიმართ; აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფომ აქტიურად გამოიყენა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ყველაზე მკაცრი მექანიზმები; აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები ნაწარმოებია კანონის არსებითი დარღვევებით; ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. ისინი სრულად ექვემდებარებოდნენ მმართველ პარტიას და გვევლინებოდნენ მათი პოლიტიკური დავალებების უპირობო შემსრულებლებად. ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებს წარედგინა. პრეზენტაციას ასევე, ესწრებოდნენ ადვოკატები, რომლებიც სამართლებრივ დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეებს. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დირექტორი, ქეთი ხუციშვილი და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი. ლონდა თოლორაია უძღვებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)