13:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 10:01:45, 620 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, სავარაუდოდ, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების მრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, სავარაუდოდ, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების მრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას.

კიტ კელოგის თქმით, ლონდონსა და პარიზში გამართული შეხვედრების დროს, სწორედ ამ ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა „მემორანდუმის“ უკრაინული ვარიანტის ჩამოყალიბებაში, რომელიც 22 პუნქტისგან შედგებოდა.

თუმცა, მოლაპარაკებების ჩატარების დაბრკოლებად კიტ კელოგი ე.წ. მემორანდუმის რუსული ვერსიის არარსებობას ასახელებს.

„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც პუტინთან საუბრობდა, თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გადმოგზავნიდა საკუთარ მემორანდუმს, მაგრამ ჩვენ ის ჯერ კიდევ არ გვინახავს, არც უკრაინელებს. მე ვკითხე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ნახა თუ არა იგი, მან მიპასუხა – არა. ასევე მქონდა საუბარი უკრაინელ მომლაპარაკებლებთან – რუსტემ უმეროვთან, რომელიც შემდეგ კვირას სტამბოლში მოლაპარაკებებს ჩაატარებს. მასაც არ უნახავს ეს მემორანდუმი“, – განაცხადა კიტ კელოგმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებების უპირველესი მიზანია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ჰაერში, ხმელეთზე, ზღვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

„ჩვენ უნდა შევადაროთ რუსული და უკრაინული წინადადებები, გამოვყოთ თემები, რომლებიც შესაფერისია მოლაპარაკებებისთვის და ისეთები, რომლებიც კომპრომისს არ ექვემდებარება. ვნახავთ, რას მივიღწევთ, როდესაც შემდეგ კვირას სტამბოლში ვიქნებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics