09:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 19:54:05, 741 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე

არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ელჩი დანიგანის შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი შეხვედრის გამართვა. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ეს პოზიცია, რომელიც ასევე ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც და ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელეს წერილი. როდესაც დასრულდება პირადი შანტაჟი, რომელიც დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, მაშინვე შეიცვლება ვითარება ამ კუთხითაც. ასევე, კიდევ ერთხელ შეგვძლია დავაფიქსიროთ, რომ არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან. ამასთან დაკავშირებით არ არის დაბრკოლებები, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics