09:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 19:52:14, 727 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედია „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია

ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.

„ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის" გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება,  ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს" აქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია - ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რომ რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics