|
2025-05-29 14:30:25, 893 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ
უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მეორე რაუნდის გამართვა ორშაბათს, 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ახლა მთავარი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაა. „გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ ჩვენი წინადადება ნათლად იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა პესკოვმა. ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)