|
2025-05-28 21:43:40, 1340 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 2 ივნისს, სტამბოლში სთავაზობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 2 ივნისს, სტამბოლში სთავაზობს. ლავროვის თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს. "რუსულმა მხარემ, როგორც შეთანხმებული იყო, დაუყონებლივ შეიმუშავა შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციას კრიზისის ძირითადი მიზეზების საიმედოდ დაძლევის ყველა ასპექტთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაცია მზად არის წარუდგინოს ეს მემორანდუმი უკრაინის დელეგაციას და მიაწოდოს საჭირო განმარტებები პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს სტამბოლში, მომავალ ორშაბათს, 2 ივნისს". - თქვა ლავროვმა. 16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრა არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)