|
2025-05-28 16:43:38, 798 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს
გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ გერმანია გეგმავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინასთან ერთად აწარმოოს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. მისი თქმით, გერმანიას უკრაინაში მუდმივი მშვიდობა სურს. „ჩვენი თავდაცვის მინისტრები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. რაკეტების მოქმედების მანძილზე შეზღუდვები არ იქნება, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)