09:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 16:29:40, 485 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ რეჟიმთან თანამშრომლობა არ იქნება

აშშ-ის განცხადება არის მკაფიო დასტური, რომ ამერიკის მოთხოვნების შესრულების გარეშე, არავითარ ნორმალიზება, აღიარება და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან თანამშრომლობა არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს „ქართული ოცნების“ რეჟიმისადმი კონკრეტული მოთხოვნა აქვს.

„აშშ-ის განცხადება არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ამერიკას აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა „ქართული ოცნების“ რეჟიმისადმი, რომლის შესრულების შემთხვევაში, როგორც საელჩოს არაერთგზის უთქვამს, აშშ-ი შესაძლოა, დაინტერესებული იყოს ურთიერთობების გადატვირთვით.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ამერიკა არ არის დაინტერესებული ურთიერთობების ნორმალიზებით. დღეს საელჩომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არავითარ ნორმალიზებას, აღიარებას და ამ რეჟიმთან თანამშრომლობას ადგილი არ ექნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო ძალიან მკაფიოდ ულოცავს ქართველ ერს. იგი აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის პერსპექტივა არის ძალიან დიდი და ფართო იმ შემთხვევაში, თუ პროცესები იქნება სწორი და „ქართული ოცნების რეჟიმი ითანამშრომლებს იმ მოთხოვნების შესრულების კუთხით, რაც აშშ-ს გააჩნია დემოკრატიული და სხვა კრიტიკული მიმართულებებით“, – განაცხადა გეგელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics