|
2025-05-28 16:26:24, 639 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია
მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „მსგავსი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. მსგავსი შეხვედრა დელეგაციებს შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის შედეგი უნდა იყოს. ამ მხრივ ცვლილებები არ არის“, - განაცხადა პესკოვმა. ასევე, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პუტინი ცეცხლს ეთამაშება“. „ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, რუსეთსაც აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას და ისინი ჩვენი პრეზიდენტისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)