|
2025-05-28 13:19:33, 570 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველას, რომელიც მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო დასანქცირდა
ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი „მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის“. „ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებშიც საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არის, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა. ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას. გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, „ხარებას“ და ა.შ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს, სანაგვეში მოისვრის იმიტომ, რომ ისინი არიან მისთვის ერთჯერადი ნივთები, რომელიც არ დასჭირდება. მისი უსაფრთხოების გამო, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გაანადგურებს მის მხარდამჭერებსა და გუნდს“, -განაცხადა კუპრაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)