|
2025-05-28 12:17:16, 608 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ჩანს, რომ მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა, ბრძოლა ოლიგარქის კარზე
ცხადია, ივანიშვილს კადრების მხრივ უჭირს და მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა, ბრძოლა ოლიგარქის კარზე, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტანგ გომელაურის სახელს ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული უკავშირდება. „ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დარბევები, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპოპეა, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჩვენს თანამოქალაქეებს ასე უსწორდებოდნენ. ამიტომ, ბატონი გომელაურის „ბექრაუნდში“ სულ იქნება ეს ძალიან მძიმე დანაშაული. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს თუ „წმენდას“ ოლიგარქის კარზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო ვინ იქნება აღმსრულებელი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არავისთვის ექნება. თუმცა, ცხადია, ივანიშვილს კადრების მხრივ უჭირს და მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა და ბრძოლა ოლიგარქის კარზე“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. მისი განმარტებით, ვახტანგ გომელაურის სახელს „უკავშირდება არა შტურმის აღკვეთა, არამედ უდანაშაულო, მშვიდობიანი სტუდენტების წამება და არაადამიანური მოპყრობა“. „ივანიშვილის ბრძანებების აღმსრულებელი ვინ იქნება, სახელი და გვარი რა ექნება, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მითუმეტეს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის სადამსჯელო რეპრესიული ზომების ინსტრუქციები იქნება მიცემული“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმადღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)