12:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 17:55:19, 604 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ვულოცავ ყველას, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი

[დამოუკიდებლობის დღე] მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ იმ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას, უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფება, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირისკენ მარში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დამოუკიდებლობის იდეა საქართველოს არასდროს არ ტოვებს იმიტომ, რომ საქართველოს გადარჩენის საიდუმლოება სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ემიგრაციას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პოლიტპატიმრებს. მინდა ვუსურვო სიმხნევე, სიმტკიცე. ეს მათი დღეც არის, მათი ღვაწლია, შრომა და თავდადება დღევანდელი დღისთვის. მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ იმ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას უნდა დასრულდეს.

დამოუკიდებლობა როცა იქნა გამოცხადებული, 1918 წელს, იმ დღიდან ქვეყანამ გაიარა უამრავი წინააღმდეგობა, უამრავი ბრძოლა, უამრავი სისხლი, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა საქართველოს არასდროს არ ტოვებს იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება არ არის მხოლოდ 26 მაისის აღნიშვნა, თავისუფლება პირველ რიგში პიროვნული თავისუფლებაა, თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა და პროტესტი იმისა, რომ არასდროს არ დავემონებით არავის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics