|
2025-05-25 17:20:04, 1315 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინას დაპირებული F-16-ებიდან ბოლო მოიერიშე თვითმფრინავებს უგზავნის
ნიდერლანდები უკრაინაში ბოლო, 24-ე, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავს 26 მაისს გაგზავნიან. „ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავი მალე უკრაინაში იქნება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმებით აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სერიოზულად განიხილოს. ამიტომ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევა. „ასევე ვამზადებთ პილოტებსა და ტექნიკოსებს და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სამხედრო დოქტრინებს, რათა უკრაინამ შეძლოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს შეესაბამება“, - აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)