|
2025-05-25 16:29:37, 956 ნახვა
მსოფლიო
მარტა კოსი - უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის
ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაცია საგანგაშოა: გუშინდელი ღამე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო,- ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს სისასტიკეს, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. „უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის: ეს სტრატეგიული იმპერატივია. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, - აცხადებს მარტა კოსი. შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)