|
2025-05-23 18:22:12, 925 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1-ელი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების შემოღების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე ტრამპი საუბრობს ევროკავშირის სავაჭრო ბარიერებზე და აცხადებს, რომ სავაჭრო დეფიციტი შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც მიუღებელია. “ევროკავშირი, რომელიც ვაჭრობაში აშშ-ის გამოყენების პირველადი მიზეზით შეიქმნა, ძალიან რთულია გარიგებისთვის. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ გადასახადებმა, სასაცილო კორპორაციულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, მონეტარულმა მანიპულაციებმა, ამერიკულ კომპანიებთან უსამართლო და გაუმართლებელმა სასამართლო დავებმა და სხვა, მიგვიყვანა შეერთებულ შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ სავაჭრო დეფიციტამდე, რიცხვამდე, რომელიც სრულიად მიუღებელია. მათთან ჩვენს საუბრებს არსად არ მივყავართ! შესაბამისად, ევროკავშირის წინააღმდეგ პირდაპირ 50%-იანი სავაჭრო ტარიფის რეკომენდაციით გამოვდივარ, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება”, - წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)