16:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 12:26:44, 734 ნახვა

ეკონომიკა
ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე

იმ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, შესაძლებლობა აქვთ, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება.

30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარით ვებინარს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებებსა და რჩევებს გაგიზიარებენ.

ვებინარის ფარგლებში:

  • გაიგებთ როგორ ისწავლოთ ამერიკაში სრული დაფინანსებით;
  • დეტალურად გაეცნობით პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს;
  • მიიღებთ აპლიკაციის შევსებისთვის მნიშვნელოვან რჩევებს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

* შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის გავლის დროს გამოყენებულ მეილზე მიიღებთ.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics