|
2025-05-23 09:53:11, 1022 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეული“ - რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ის არ დაასრულებს აგრესიას
ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს, რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეშია აღნიშნული. როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, „დიდი შვიდეული“ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. „ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს და ვაფასებთ უკრაინელი ხალხისა და ეკონომიკის უზარმაზარ გამძლეობას. უკრაინამ მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა. „დიდი შვიდეული“ კვლავ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე მხარდაჭერის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმდინარე ძალისხმევას. ასეთი ცეცხლის შეწყვეტა თუ ვერ მოხერხდა, გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლას, მათ შორის ზეწოლის ვარიანტებს, როგორიცაა სანქციების შემდგომი გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)