|
2025-05-22 11:43:39, 980 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობაზე - ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკვლის ფაქტს ეხმაურება. ჰერცოგი აცხადებს, რომ განადგურებულია ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობით. „ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის. ამერიკა და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, - აღნიშნავს ჰერცოგი. შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)