|
2025-05-22 11:28:38, 1044 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება
ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის საელჩოების თანამშრომლების „ანტისემიტური მკვლელობით შოკირებულია“. „ისრაელის წინააღმდეგ სისხლიანი ცილისწამება სიცოცხლის ფასად გვიჯდება და მათ წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. გავეცი ბრძანება, რომ მთელ მსოფლიოში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)