03:04 - 22 Oct, 2026
|
2025-05-22 11:10:59, 929 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება კიდევ 3 ადამიანი. როგორც Reuters წერს, სტიქიის შედეგად რამდენიმე ქალაქის ათიათასობით მცხოვრები დასახლებიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. წყალდიდობის გამო შტატში 100-ზე მეტი სკოლა დაიხურა, ხოლო ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახიფათო ზონაში 50 000 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)