|
2025-05-21 14:43:54, 1210 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა
ლიბერთიმ ,,Signify Pad”-ის მეშვეობით, ფილიალებში ინოვაციური მომსახურება დანერგა და ხელმოწერების გაციფრულების პროცესი ლიბერთის ფილიალებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. პირველად საქართველოში, ციფრული პლატფორმა Signify- სთან ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული ხელმოწერებისთვის, სპეციალურად ლიბერთისთვის შეიქმნა ,,Signify Pad”. ,,მოხარული ვართ, რომ ლიბერთისთან ერთად, საქართველოს საბანკო სექტორში, პირველად ვახორციელებთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ბანკის ფილიალებში, სპეციალურად შექმნილი “Signify Pad’-ის მეშვეობით ხელმოწერების გაციფრულებას ითვალისწინებს. “Signify’-ს მიზანია, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, კომფორტული და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ლიბერთი ყველაზე დიდი ფილიალების ქსელით გამოირჩევა და აღნიშნული ერთობლივი პროექტი, უახლოეს მომავალში აუცილებლად მასშტაბური გახდება და რაც მთავარია, უფრო მეტ მომხმარებელს გაუმარტივდება ბანკთან ურთიერთობის პროცესი “ - ზვიად წოწკოლაური, Signify-ს აღმასრულებელი დირექტორი ,,ლიბერთის გაციფრულების სტრატეგიის ფარგლებში, მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს. რამდენიმე თვეა, რაც ბანკის ფილიალებში, Signify-სთან ერთად, ხელმოწერების გაციფრულების პროცესი დავიწყეთ. აღნიშნული ინოვატორული ფორმატი გამოირჩევა სისწრაფით და საშუალებას იძლევა, ყველა დამოწმებული ტრანზაქცია, დიდი ვადით და რაც მთავარია უსაფრთხოდ დაარქივდეს და იყოს მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი. მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა ჩვენი სტრატეგიის ამოსავალი წერტილია. ” - ვატო ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე. Signify დოკუმენტების ციფრული პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. იგი, განურჩევლად ინდუსტრიისა და ზომისა, კომპანიებს სთავაზობს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებას. დღეს Signify-ს მეშვეობით საქართველოში 500 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ხელი ელექტრონულად მოწერილი. Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი და ფრონტ ოფისებში მომსახურების დოკუმენტებს აციფრულებს. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
კობახიძე ოპოზიციაზე - სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე - პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)