|
2016-03-16 18:53:03, 649 ნახვა
სამხედრო
ამერიკელი ჟურნალისტები ქართველ კაპრალზე რეპორტაჟს ამზადებენ
საქართველოს თავდაცვის უწყებას ამერიკული ტელეარხის ESPN-ის ჟურნალისტები ეწვივნენ. ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის კაპრალ გულადი თოდუაზე რეპორტაჟს ამზადებენ. კაპრალი 2016 წლის „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელია. ჟურნალისტებმა კაპრალ თოდუასთან ვრცელი ინტერვიუ უკვე ჩაწერეს. დღის ბოლოს კი გადაღებებს ვარჯიშის პროცესსა და ოჯახურ გარემოში გეგმავენ. ESPN-ის პროდიუსერის ჯიმ ფაბიოს თქმით, გადაცემაზე მომუშავე გუნდმა პროგრამის ქართველი მონაწილე სხვა სპორტსმენებისგან საინტერესო ისტორიით გამოარჩია. ქართველი კაპრალის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი ტელეარხის ეთერში „ძლიერთა თამაშების“ განმავლობაში იტრიალებს. „ძლიერთა თამაშები“ 2016 წლის მაისში, აშშ-ში ფლორიდის ქალაქ ორლანდოში გაიმართება. კაპრალი გულადი თოდუა 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძოლის დროს დაიჭრა და მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. იგი ჩართულია დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის პროგრამაში და აქტიურად მისდევს სპორტს. „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს სახელით 2014 და 2015 წლებშიც მონაწილეობდა და მშვილდოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთსა და ნიჩბოსნობაში ასპარეზობდა. წელს „ძლიერთა თამაშებში“ კაპრალ გულადი თოდუასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების 13 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მჯდომარე ფრენბურთში, სირბილში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობასა და ნიჩბოსნობაში იასპარეზებენ. "ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით იმართება. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც ადამიანთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლი გაიღეს, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)