|
2025-05-20 18:57:50, 862 ნახვა
მსოფლიო
ვადეფული - მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა, სანამ პუტინი სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის თქმით, ევროპაზე მზად არის გააძლიეროს სანქციები და ზეწოლა რუსეთზე მანამდე, სანამ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ დაიწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია რუსეთისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას ელოდება. "ჩვენ შეგვიძლია იმედგაცრუებით აღვნიშნოთ, რომ რუსეთს ეს გადამწყვეტი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს. ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ასევე ველით, რომ ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები ამას არ შეეგუებიან". - თქვა ვადეფულმა. ამასთან ვადეფულის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერებს აქვთ მზაობა, რომ იმუშაონ დამატებითი სანქციების პაკეტებზე და ამაზე შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. "დამატებითი სანქციების საკითხის განხილვაზე შეზღუდვები არ უნდა დავიწესოთ. სანამ პუტინი არ რეაგირებს და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, ევროპაში იქნება დიდი მზაობა დამატებითი სანქციების პაკეტების შემოღებისთვის, რომლებიც შეზღუდავს მის [პუტინის] ეკონომიკური და პოლიტიკური მანევრების სივრცეს". - დაამატა ვადეფულმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)