18:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 18:45:36, 932 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს" და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების აღსადგენად იბრძოლებს. 

"მსურს, ყველა დამსწრე ვანუგეშო, რომ რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს და მიაღწევს იმას, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დაცული იყოს, ხოლო კანონიკურმა მართლმადიდებლობამ უკრაინულ მიწაზე ერის სულიერ ცხოვრებაში თავისი ცენტრალური ადგილი დაიბრუნოს". - თქვა ლავროვმა. 

ლავროვის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება კაცთმოძულეა, რადგან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას "დევნის". 

"მისი [უკრაინის ხელისუფლების] კაცთმოძულე არსის ტრაგიკული და, ამავდროულად, თვალნათელი მაგალითია მრავალწლიანი დევნა ქვეყნის ყველაზე მსხვილი კონფესიისა, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც კიევში მჯდარმა ხელისუფლებამ იურიდიულ ლიკვიდაციასთან ახლოს მიიყვანეს. არ წყდება ტაძრების ჩამორთმევა, ვანდალიზმი, თავდასხმები მღვდლებსა და მრევლზე". - თქვა ლავროვმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, "ნეონაციზმისა და სატანიზმის მოჩვენებებმა ამოყო თავი". 

უკრაინის ტერიტორიაზე ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო მოქმედებს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო. 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს არაერთი ტაძარი და სამღვდელოების ნაწილი გამოეყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics