|
2025-05-20 12:51:46, 836 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight Tech გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, განაგრძობს ტექ-ეკოსისტემის მხარდაჭერას. სწორედ ამ მისიას ეხმიანება წლევანდელი ტექნოლოგიური ღონისძიება – Spotlight Tech 2025, რომელიც 25 მაისს, Raddison Blu Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართება. წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა – „Backstage“ – დამსწრეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ, რა პროცესები უძღვის წარმატებული სტარტაპის შექმნას, როგორ მუშაობენ ინჟინრები ახალი პროდუქტებზე და სხვა. ღონისძიება აერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ პანელურ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სტარტაპ სამყაროს წარმომადგენლები. Spotlight Tech-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი, ბანკში ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ გამოცდილებას გააზიარებს. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500 Global in Eurasia-ს მონაწილე, Quissly. Quinssly ელ-კომერციის გვერდებს სთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩათს, რომელიც სტანდარტული ძიების და ფილტრების საჭიროებას აქრობს და მომხმარებელს მაღაზიის კატალოგიდან პერსონიფიცირებულ შეთავაზებებს აწვდის. ცნობისთვის, 500 Global in Eurasia ქვეყანაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. Spotlight Tech-ის პლატინუმ სპონსორია Visa; ოქროს სპონსორი: Lexus; ღონისძიების პარტნიორები არიან: Kärcher, ავერსი, Coinmania, Tbilisi Hills. მხარდამჭერები არიან: Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)