2025-05-19 16:44:17, 262 ნახვა
სამართალი
ადვოკატები - მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმეში პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა
![]() ადვოკატებმა დღეს, 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მტკიცებულება წარუდგინეს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის უკვე გადაცემულია და რომლიც მიხედვითაც, პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა, სასამართლომ, კერძოდ, მოსამართლე შაინიძემ კი ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო ვიდეო-მტკიცებულებით, რომელიც სინამდვილეში ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ (დაახლოებით 2 საათში), მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებამდეა გადაღებული. "გვინდა, რომ გესაუბროთ ამ საქმეში მტკიცებულებებით მანიპულირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე. კონკრეტულად ეს ეხება, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს. ამ ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის სამმართველომ წარადგინა ორი ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს სხვების დაკავებაში. თუმცა, ვერ მიუთითა თავად ვის დაკავებაში უწევდა წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რითიც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ვიდეოები, რომლებიც წარადგინა ბათუმის პოლიციის სამმართველომ სასამართლოში, როგორც, თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი... სინამდვილეში, ეს ვიდეოები გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე დაახლოებით, 8-9 წუთით ადრე იწყება და მიდის საბოლოოდ ამ სილის ინციდენტამდე. მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით (ყურადღება მიაქციეთ დროებს) დააკავეს 00:52 საათზე, ხოლო ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 საათით ადრე, 22:58 საათზე. ამდენად, პოლიციის მიერ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოები ასახავს მოვლენებს არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე, არამედ მისი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ" - თქვა ამაღლობელის უფლებადამცველმა მაია მწარიაშვილმა ბრიფინგზე. "სხვა სიყალბეებთან ერთად პოლიციამ ეს ვიდეოები სასამართლოში წარადგინა იმის სამტკიცებლად, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს მის დაკავებამდე და ამიტომ დააკავა იგი ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ვანაძემ და არა ბესელიამ, როგორც ეს კადრში ჩანს და საჯარო სივრცეში ეს კადრი ტრიალებს დღემდე. [...] სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ წარდგენილი გვაქვს ბათუმელების მიერ გადაღებული live-მასალა, რაც ასახავს მოვლენებს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე სულ რაღაც 8-9 წუთით ადრე. ეს არის უწყვეტი ვიდეო და სრულდება სილის ეპიზოდით და შემდეგ მზიას ჭიშკარში შეგდებით. ბათუმელების ეს ვიდეო ასახავს სწორედ იმავე მოვლენებს, რაც ასახულია პოლიციის მიერ წარდგენილ 2 ვიდეო-ფაილში, მხოლოდ, გადაღებულია სხვადასხვა კამერით და ოდნავ სხვა რაკურსით. ჩვენს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი, ლაივ-რეჟიმში გაშვებული და უწყვეტი ვიდეო ადასტურებს, რომ პოლიციამ სასამართლოში ყალბად შედგენილი სამართალდარღვევის ოქმში ასახული ე.წ. დარღვევის დასადასტურებლად წარადგინა ეს ორი ვიდეო, რომლებიც ასახავს მოვლენებს არა მზიას ადმინისტრაციულ დაკავებამდე, არამედ ამ დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. [...] პოლიციამ მოახდინა მტკიცებულებებით მანიპულირება და სასამართლოში წარადგინა ვიდეოები, რაც ასახავს ლაშა გაბაიძის დაკავებას. ეს გახლავთ ყველაზე ბოლო დაკავებული, რომელიც დააკავეს რამდენიმე ხნით ადრე მზიას სისხლით დაკავებამდე და ასახავას ამ დროს წარმოქმნილ ჭყლეტას. [...] ოფიციალურად, დოკუმენტურადაც ლაშა გაბაიძის დაკავება განხორციელდა 00:45 საათზე, ხოლო მზიას ადმინისტრაციული დაკავება მოხდა, როგორც გითხარით, 22:58 საათზე. დაახლოებით, 2 საათით ადრე, ვიდრე მოხდებოდა გაბაიძის დაკავება. შესაბამისად, ლაშა გაბაიძის დაკავების კადრში ასახული მოვლენები ვერაფრით დაედებოდა საფუძვლად მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას" - განაცხადეს ადვოკატებმა.~ ცნობისთვის, მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. ამაღლობელი მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მიხეილ ყაველაშვილი - რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რევაზ კიკნაძე პოლიციელს - მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ, 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?
ირაკლი კობახიძე - ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
ომი უკრაინაში![]() ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
![]() რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტნა, განადგურებულია 41 დრონი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|