|
2025-05-19 15:06:26, 657 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის
ფინეთი გახდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამისთვის 90 მილიონი ევროა გამოყოფილი. ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი უკრაინას მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს. საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მისი ღირებულება გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება, რომელიც ევროპის „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით გადაირიცხება - სულ 90 მილიონი ევრო. „ეს ახალი პაკეტი, ჩვენს 660 მილიონი ევროს ოდენობის ეროვნულ დახმარების პროგრამასთან ერთად, გააძლიერებს კავშირებს ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას შორის“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)