21:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 11:56:10, 697 ნახვა

პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ

უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ წააგო იმით, რომ „შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ეკლესიას და რწმენას. მისივე თქმით, ქართველმა შეიძლება 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების“.

„არც ის, რომ ლიცენზიას წაართმევ თუ უცბად მისი საკარმიდამო, მამაპაპისეული სახლ-კარი აღმოჩნდება ვინმე სხვისი და ისე გასხვისდება და რეესტრში მივიდოდა და აღმოაჩენდა, რომ თვითონ მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ის ცხოვრობდა თუ მისი მამა-პაპანი ხნავდნენ თუ კალოდ იყენებდნენ, აღმოჩნდებოდა ვინმე სხვისი, თუნდაც გადამთიელის, ამასაც კი რუდუნებით თუ მოთმინებით, რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად ითმენდა ხალხი, მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს არ ითმენდა ღირსების შელახვას. ეს ვერ გაიგეს ამათმა. აქ არის ღირსებაზე ლაპარაკი. ესენი კომერციული თვალსაზრისით ზომავდნენ, რომ მაგალითად წავართმევ 90%-ს და 10% დარჩებათ და ამას მოითმენს და სინამდვილეში შეიძლება ქართველმა 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. აი ამაში წააგეს ამათ, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ახალი ქართველის გამოყვანას, ეკლესიას, რწმენას, ყველაფერს. ბოროტებასთან მიმართებაში, ყველაზე ნიშანდობლივი რა არის იცით, რომ შეეძლოთ, ვიღაც ქვედა რგოლის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics