05:17 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 14:11:57, 5802 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი

17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს - დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, საქართველო არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, „რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან“.

„ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს. 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.

დღევანდელ დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან.

ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!“,- წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics