18:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 14:48:09, 890 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი წინანდლის ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს გაიმართება.  ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს წარუდგენს.

2025 წლის სეზონს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით გახსნიან ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან თანამშრომლობს. ლეგენდარული დირიჟორი ზუბინ მეტა წელს წინანდალს კვლავ ეწვევა და მალერის პირველი სიმფონიით 14 სექტემბერს საზეიმოდ დახურავს ფესტივალს.

წლევანდელ სოლისტებს შორის არიან პიანისტები ბეჰზოდ აბდურაიმოვი, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კვენტინი, ნიკოლაი ლუგანსკი, ანდრას შიფი და ცოტნე ზედგინიძე; მევიოლინეები მარკ ბუშკოვი, მიშელ გუტმანი, დანიელ ლოზაკოვიჩი და იემენ საადი; ვიოლონჩელისტები მიშა მაისკი, ჯინგ ჟაო და პაბლო ფერანდესი; კონტრაბასისტი ბრენდან კეინი და ალტისტი სარა ფერანდესი.

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონში იერუსალიმის კვარტეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას, სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად წელსაც ესტუმრება ფესტივალს.

გაეცანით ფესტივალის დეტალურ პროგრამას.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები* და ბილეთები 25%-მდე ფასდაკლებით.

*ნაკრების შესაძენად გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

წინასწარი გაყიდვის ამოწურვის შემდეგ, ნაკრებებსა და ბილეთებზე გავრცელდება 15%-მდე ფასდაკლება მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics