|
2025-05-15 18:19:21, 914 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი მინისტერიალის მონაწილეებს - თავი შევიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს 134-ე მინისტერიალის მონაწილეებს, რომელიც 13-14 მაისს ლუქსემბურგში გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს კონსტრუქციულ, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ჩართულობაზე ევროპის საბჭოს საქმიანობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რისთვისაც საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვა უმთავრესი წინაპირობაა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მან აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. „საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის აგრესია და მისი დამანგრეველი შედეგები. ჩვენ კარგად ვიცით, რა მოაქვს ომს და რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გზების ძიებას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ" , - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ევროპის საბჭოს წვერი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით, რაც საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, მან კიდევე ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის აღიარებული პრინციპებისადმი. „ჩვენი საერთო ღირებულებები არის ის საფუძველი, რაც გვაერთიანებს ამ ორგანიზაციაში. დემოკრატიაზე საუბრის დროს, უმთავრესი პრიორიტეტი, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს.აუცილებელია პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს და თავი შევიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან. მიუხედავად სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მოახერხა რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით: ჩვენ გავაძლიერეთ კანონის უზენაესობა, დავამკვიდრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები და შევქმენით ეფექტური მექანიზმები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით", - განაცხადა მინისტრმა. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას და წუხილი გამოთქვა რიგი საერთაშორისო აქტორების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობებზე. მაკა ბოჭორიშვილმა წარმატება უსურვა მალტის მომავალ თავმჯდომარეობას და გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მხრიდან ამ პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)