19:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:06:10, 615 ნახვა

სამართალი
პროკურორის განმარტებით, ჩხრეკის შედეგად ბრალდებული ფხალაძის სახლიდან ვიდეოებია ამოღებული

პროკურორ ლაშა კოტრიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია,  რა ვითარებაში მოიპოვა  ზურაბ ჯამალაშვილმა პირადი ცხოვრების შემცველი ფარული ვიდეომასალა. მისივე თქმით, გამოძიება სწორედ  პირველადი წარმომავლობის წყაროს დადგენას ცდილობს. 

„დადგენილია, რომ ეს ვიდეო კონკრეტულად ჯამალაშვილის სახლში ინახებოდა. შემდგომ გადაეცა ფხალაძეს, რომელმაც გადასცა ინგა ჩატოიანს. ჩატოიანიდან ხაჭაპურიძეზე გავლით, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა გელა ღურწკაიასთან, რომელმაც მიიტინა  „ქრონიკა +“-ის ოფისში. ვისგან მოიპოვა ჯამალაშვილმა ვიდეო, ამის შესახებ კონკრეტული პირი დადგენილი არ არის“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ საქმესთან ჯამალაშვილის შვილის კავშირი არ იკვეთება.

პროკურორის განმარტებით, დაკავების მომენტში ჩხრეკის შედეგად ჯამალშვილის სახლიდან ამოღებილია ლეპტოპი, ლაზერული დისკები და მეხსიერების ბარათები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც გაირკვევა, იყო თუ არა მასზე რაიმე ინფორმაცია განთავსებული.

 რაც შეეხება, ირაკლი ფხალაძეს სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ფხალაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს კონკრეტული ვიდეოები.

"უშუალოდ ჯამლაშვილის სახლიდან ვიდეოს ამოღება არ მომხდარა, თუმცა ეს ის ვიდეოა, რაც მის სახლში ინახებოდა“, - დასძინა ლაშა კოტრიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინგა ჩატოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია. უახლოეს მომავალში ბრალდების მხარე სასამართლოს  მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics