|
2025-05-15 14:40:59, 823 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია
თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საქმე ეხება იმ რიტორიკას, რაც გამოყენებულია „ქართული ოცნების“ მიერ პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში, გერმანიის მიმართ. „დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა. გარდა ამისა, მან საქართველოს ყოფილი გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზეც ისაუბრა. „მეორე თემა არის ფარცხალაძის, რომელიც იყო და იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში. მხოლოდ ეს არ არის, ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, ადამიანი, რომლის ხელში გადიოდა ყველა ინფორმაცია. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ივანიშვილი. მასზე თქვა: „მე ოთარს ვიცნობდი, კაცური და ვაჟკაცი კაცია, რატომ უნდა დავსაჯო, ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“. მას შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, შესაძლოა, დასაჭერი გახდეს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის, რომ ეს კაცი შემოდის საქართველოში და გადის, ამ ურთიერთობაშია ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)