2025-05-14 18:11:15, 234 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - შეგვიძლია, რაღაც დოზით საკუთარი თავი შევადაროთ სირიას
![]() ცხადია, რომ სირიას სანქციები მოეხსნა საუდის არაბეთსა და აშშ-ის შორის შეთანხმების შედეგად, ეს არ იყო შემთხვევითი და როგორც აშშ-ს, ასევე განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებს სურთ, რომ სირია განვითარდეს და სანქციების პირობებში ეს იყო შეუძლებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არაფერ შუაშია დემოკრატიულ სტანდარტებთან. „ეს არის კავშირში მოლოდინებთან, რომ ახლანდელი სირიის ხელმძღვანელობა შეძლებს რაღაც ადეკვატური წესრიგის აწყობას. ყველას ესმის, რომ რაც სირიაში ხდება არაფერი სახარბიელო ამაში არ არის, მაგრამ არც მანამდე იყო კარგი მდგომარეობა და უბრალოდ გაჩნდა იმედი, რომ შეიძლება პროგრესი იყოს. ამ პროგრესს რომ არ შეეშალოს ხელი, ამიტომ მოიხსნა სანქციები. საბედნიეროდ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ასეთი სანქციები ჩვენთვის არ იყო დაწესებული. სირიაზე არსებული სანქციები იმდენად მკაცრი იყო, რომ უბრალოდ ბლოკავდა სირიის განვითარებას და რამდენიმე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ამერიკაში არ უშვებენ და ვიზას არ აძლევენ, მგონი ეს არანაირად არ უშლის ხელს ჩვენს განვითარებას. „მეგობარი აქტიც“ არ ერევა პრეზიდენტის დისკრეციაში და ტრამპს შეუძლია ამ აქტის გარეშეც და გამოყენებითაც დააწესოს სანქცია. „მეგობარი აქტი“ არაფერს ცვლის სინამდვილეში. არ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც დოზით საკუთარი თავი შევადაროთ სირიას, საბედნიეროდ. უბრალოდ სხვა პოლიტიკური გარემოებებისა და მოლოდინების შედეგია ის, რაც სირიაში ხდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს; როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს
„ენმ“ - ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ დაუღალავი ბრძოლისკენ
8 პირის პროცესი 23 მაისს გაგრძელდება – დღევანდელ სხდომაზე 5 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა
ჯო უილსონი ირაკლი კობახიძეს - პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს
![]() პუტინი: რუსეთი ფრონტზე თითქმის ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე უკრაინა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
პენტაგონმა უკრაინაში ომის აშშ-სა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის რისკი გამოაცხადა.
დღის თემა
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|