23:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:33:08, 575 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე: აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მაღალ მერყეობას იწვევს

„აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის  მოკლევადიან პერიოდში მაღალ მერყეობას იწვევს, თუმცა წონასწორობის წერტილს ალბათ რაღაც პერიოდში მიაღწევს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

კეპულაძემ გამყარების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დოლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, კეპულაძის განმარტებით, საქართველოში გაიზარდა უცხოური ინვესტიციები და ასევე იმატა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეიმჩნევა ამერიკული დოლარის გაუფასურება რამდენიმე ძირითად ვალუტასთან, ეს არის ფუნტი, ევრო, ასევე რუსული რუბლი. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რაც აბალანსებს შემცირებულ ფულად გზავნილებს და სავაჭრო დეფიციტის ზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ ფინანსათა სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ბიუჯეტს აღარ ხარჯავს დეფიციტურად თებერვლის შემდეგ, მანამდე გარკვეულწილად დეფიციტური ხარჯვა ხდებოდა. ამასთან, ნელნელა შემცირდა ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული გადინება უცხოური ვალუტის. უფრო მეტი ხარჯი იყო ბუნებრივი აირის, ნავთობის კუთხით“, - აღნიშნა კეპულაძემ.

მისივე თქმით, აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მაღალ მერყეობას იწვევს.

„ის გამყარება, რაც ახლა ხდება, ცოტა უფრო აჟიოტაჟური მგონია, რადგან ფუნდამენტური საფუძვლები იმის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ასე ერთბაშად გამყარებულიყო, არ იყო. ბაზრის მონაწილეების მხრიდან, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების შემთხვევაშიც ხშირად ვხვდებით აჟიოტაჟურ ქცევას. შესაძლებელია, ადამიანები ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მეტად შეიძლება გამყარდეს ლარი, ამიტომ ისინი არსებულ დოლარის რესურსს აკონვერტირებენ. ეს აჟიოტაჟური მოლოდინი გაცვლითი კურსის  მოკლევადიან პერიოდში მაღალ მერყეობას იწვევს, თუმცა წონასწორობის წერტილს ალბათ რაღაც პერიოდში მიაღწევს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. 

ცნობისთვის, ლარი ბოლო პერიდში დოლართან და ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი დღეს, 2.3575 ლარი ღირს, 1 ევროს ღირებულება კი, 2.6126 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics