|
2025-05-14 10:20:46, 805 ნახვა
ეკონომიკა
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში მოცვის ინდუსტრიის გაძლიერება, ამ სექტორში კომპეტენციის გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს. “საქართველოს ბანკი წლებია, აგრო სექტორის აქტიური მხარდამჭერია და რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას უწყობს ხელს. გაფორმებული მემორანდუმი ერთის მხრივ, წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის, მეორეს მხრივ კი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რათა საქართველოში მოცვის წარმოება კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით, და გვჯერა, რომ აღნიშნული სექტორის გაძლიერებისთვის სამომავლოდ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა. “ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობა წამოვიწყეთ საქართველოს ბანკთან, რაც აგროსექტორში, განსაკუთრებით კი მოცვის ინდუსტრიაში, ახალი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობაა. ასოციაციის მთავარი მიზანია სექტორში ერთიანი სისტემის შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ როგორც ფერმერები, ისე ფინანსური ინსტიტუტები, ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს. მიგვაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება, ტექნოლოგიური განვითარება და სწორი ფინანსური მხარდაჭერა სექტორის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მოცვის ინდუსტრიისთვის არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სანდო პარტნიორობას და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ ერთობლივად ბევრ წარმატებულ ინიციატივას მივცემთ დასაბამს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართულ აგრარულ სექტორს,” — განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)