19:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 16:53:54, 725 ნახვა

ეკონომიკა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა

“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარების სიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება.  

“PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს განახლება კომპანიას საშუალებას მისცემს მთლიანად რეგიონში წარმატებით განახორციელოს პროდუქციის ელექტრონული რეალიზაცია.

ელექტრონული კომერციის სრულყოფილი პლატფორმა წინა წლის ნოემბერში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული, თუმცა წინა კონტრაქტორმა კომპანიამ ამ დრომდე პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოებიც ვერ დაასრულა. გადახდილი სოლიდური ავანსის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ “სვიფტ ჯორჯიამ”, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო კომპანია Making Science Swift Internationa, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, PSP-ს რეგიონული ელექტრონული კომერციის პროცესი აქამდე შეაფერხა.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება PSP-სთვის მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.

Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგვა დასრულდება Microsoft-ის ERP მოდულების აფთიაქებში ERP სისტემის დანერგვით. საპილოტე აფთიაქებში უკვე გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად - რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „Bighorn Web Solution“ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ელექტრონული კომერციის ფლაგმანი გახდეს რეგიონში. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics