|
2025-05-13 16:10:51, 919 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - პუტინი ისე იქცევა, როგორც ყოველთვის, საჭიროა დამატებითი სანქციები
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების უპასუხოდ დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პუტინი ისე იქცევა, როგორც ყოველთვის". პისტორიუსის თქმით, საჭიროა კონკრეტული საპასუხო ნაბიჯების გადადგმა "როგორც დამატებითი სანქციების დაწესების სახით, ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით". 11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას. 11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)