|
2025-05-13 15:55:41, 928 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი - ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს
ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, მოხარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება. „რაც უნდა გაკეთდეს, ეს მედიის თავისუფლება, კორუფციის აღმოფხვრა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. ჩვენი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ ელემენტს რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის მკაფიო დაგმობა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მხარდაჭერა წარმოადგენს“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ. შეგახსენებთ, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)