|
2025-05-13 15:21:59, 643 ნახვა
ეკონომიკა
განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში
საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო პროდუქტების შეთავაზებაა. საუკეთესო საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიზნით, ამჯერად მომხმარებლებს მობილბანკში განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები დახვდებათ. გადახდის განვადება ალბათ გქონიათ გამოცდილება, როდესაც გარკვეული ნივთის ან პროდუქტის შეძენის შემდეგ თანხა დაგჭირდათ. გადახდის განვადების მეშვეობით კი შეგიძლიათ ნებისმიერ ობიექტში (მათ შორის: მაღაზიებში, მარკეტებში, საკვებ ობიექტებში და სხვა.) დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და განავადოთ 12 თვეზე. თანხის დაბრუნება შესაძლებელია გადახდის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლოთ, საჭიროა თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები იცოდეთ. (ნახეთ ხელმისაწვდომი თანხა აქ.) ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია თანხა საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხადოთ, თანხის ოდენობა კი 200-დან 5000 ლარამდე უნდა შეადგენდეს. გადახდის განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. სესხის თარიღის ცვლილება მობილბანკიდან როგორც წესი, მომხმარებელი სესხის აღებისას ირჩევს კონკრეტულ თარიღს თუ როდის სურს რომ გადაიხადოს. ამ დრომდე თარიღის შეცვლა მხოლოდ ფილიალში შეიძლებოდა. ამიერიდან, ამ ოპერაციის შესრულება სწრაფად და მარტივად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ სასურველი თარიღის ცვლილებას მომხმარებლები წელიწადში ორჯერ შეძლებენ. სესხის თარიღის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. AmEx საკრედიტო ბარათის შეკვეთა ამიერიდან, ლარში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები, ვადის გასვლის, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მის აღდგენას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებენ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)