23:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 13:19:41, 551 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

საფრანგეთის სასამართლომ ცნობილი მსახიობი, ჟერარ დეპარტიე 2021 წელს, ფილმის The Green Shutter-ის გადასაღებ მოედანზე ორი სხვადასხვა ქალის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. 

პრუკურორი მოითხოვს, 76 წლის მსახიობს 18-თვიანი პირობითი სასჯელი და €20 000-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა შეეფარდოს. 

დეპარდიე 2024 წლის 29 აპრილს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მსახიობი სექსუალური შევიწროების საქმეზე პოლიციაში დაკითხვაზე იყო მისული.

დეპარტიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში  ათობით ქალი სდებს ბრალს, მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმ "დისკოზე" მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი შარლოტ არნო, რომლის თქმით, ჟერარ დეპარდიემ 2018 წელს ის ორჯერ გააუპატიურა. თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო.

2023 წლის 15 დეკემბერს ფრანგი მსახიობი ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მაშველებმა ქალი ვერ გადაარჩინეს. მსახიობმა თავი იმ დღეს მოიკლა, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ.

ემანუელ დებევერი ჟერარ დეპარდიესთან ერთად 1982 წლის ფრანგულ ფილმ "დანტონში" მონაწილეობდა, რომლის გადაღებებისას, დებევერის მტკიცებით, ჟერარ დეპარდიემ ის სექსუალურად შეავიწროვა. 2019 წელს დებევერმა გაიხსენა, რომ ფილმ "დანტონის" გადაღებისას ჟერარ დეპარდიე სარგებლობდა გადასაღებ მოედანზე მასთან ფიზიკური სიახლოვით და ერთ-ერთ სცენაში, სადაც ისინი ეტლით მგზავრობენ, დეპარდიემ ხელი მას კაბაში შეუცურა, რასაც ქალი ეწინააღმდეგებოდა. 

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარჰყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics